უკან დაბრუნების პირობები

კომპანია "თერმო ცენტრი"  ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და საკუთარი კეთილი ნებით. ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს, განსაზღვრავს ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკას, რომელსაც ეთანხმება მომხმარებელი ნივთის შეძენის დროს.

ნივთის უპირობო უკან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:


1. მას აღმოაჩნდა ისეთი ქარხნული წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას პირდაპირი დანიშნულებით და შეუძლებელია ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა 10 კალენდარული დღის ვადაში;
2. აღნიშნული წუნი გამოვლენილია საქონლის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;
3. საქონლის თანმდევ დოკუმენტაციაში/შეფუთვაზე მითითებული ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ვებგვერდ
Thermocenter.ge-ზე მითითებულ მახასიათებლებს;
4. პროდუქციის მოწოდება მოხდა შეცდომით, ანუ მყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ერთი ნივთის ან მოდელის ნაცვლად მოწოდებულ იქნა სხვა ნივთი ამ მოდელი.


უკან დაბრუნება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მიღების დროს, მომხმარებელმა არასათანადოდ მოახდინა ნივთის შემოწმება ან/და მისი კომპლექტაციის შემოწმება.
იმ შემთხვევაში თუ:


1. მყიდველს ნივთი აღარ მოსწონს;
2. ნივთის მახასიათებლები, აღმოჩნდა მყიდველისათვის არასაკმარისი ან და არა სასურველი;
3. მყიდველი საჭიროდ აღარ მიიჩნევს მის ფლობას;
4. ნივთი არ ამართლებს მყიდველის მოლოდინს;
5. მყიდველს აღარ გააჩნია ნივთის საჭიროება.


შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნება შემდეგი პირობების დაცვით:

1. მყიდველი გამყიდველს მიაწვდის ნივთს საკუთარი, გამყიდველის ფიზიკურ მისამართზე: ქ. თბილისი, შ.გოგიძის #6 , ქ.ბათუმი: გენერალ ასლან აბაშიძის 2, შესახვევი 2;
2. დაბრუნებას დაქვემდებარებული ნივთი, ნივთობრივად და სასაქონლოდ უნაკლოა. შეფუთვა დაუზიანებელია ან შესაძლებელია ნივთის გადაფუთვა პირვანდელი სახით;
3. მყიდველმა, გამოთქვა დაბრუნების სურვილი და ამის შესახებ წერილობით აცნობა გამყიდველს შეძენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში;
4. გადახდილი თანხის დაბურნება ხდება, მომხმარებლისათვის მიწოდების თანხის გამოკლებით.

5. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საგარანტიო ფურცელი და სხვ.)


დაბრუნება, არ ხორციელდება იმ შემთხვევაში:


1. თუ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე;
2. დაკარგულია ან და დაზიანებულია შეფუთვა;
3. დაკარგულია ან და დაზიანებულია აქსესუარები;
4. მოხდა ნივთის დაზიანება მყიდველის მიერ;
5. დაზიანებულია საქონელზე არსებული, სასაქონლო, ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნები ან და სხვა მანიშნებლები;
6. მოხდა ნივთის ექსპლუატაცია საგარანტიო ან ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.