თერმოცენტრი საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს გათბობის, გაგრილების,წყალმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით.
დღესდღეისობით კომპანია ერთ ერთი უმსხვილესი იმპორტიორია ინდუსტრიაში.


კომპანიის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. პროდუქციის ძირითადი ნაწილის შემოტანა ხდება იტალიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეადან.


თერმოცენტრის გუნდის ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება და პროდუქციის ფართო ასორტიმენტი.
ხოლო ჩვენი მისიაა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს შიდა ვაჭრობის განვითარებაში და ვუზრუნველყოთ თითოეული ჩვენთან დაკავშირებული პირის კმაყოფილება სანდო და ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით.